საინტერესო
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს
2020-09-25 17:13:55

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო.

ის ასევე პირველი ებრაული წარმოშობის ამერიკელი და უზენაესი სასამართლოს მეორე მოსამართლეა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. მანამდე მსგავსი სამოქალაქო პანაშვიდი უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, უილიამ ჰოვარდ ტაფტს გადაუხარეს, რომელიც აშშ-ს 27-ე პრეზიდენტიც იყო. ძირითადად სწორედ მხოლოდ პრეზიდენტებს, ვიცე-პრეზიდენტებს და კონგრესის გამოჩენილ წევრებს ერგებათ ხოლმე მსგავსი პატივი.

გინსბურგი მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

ცერემონიას გინსბურგის ოჯახის წევრებიც დაესწრებიან. შესრულდება ნაწყვეტი მისი საყვარელი ოპერიდან. ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე. გინსბურგს არლინგტონის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით დაკრძალავენ.

კორონავირუსის გამო ცერემონიას კონგრესის ყველა წარმომადგენელი ვერ დაესწრება.

მანამდე გინსბურგის სამოქალაქო პანაშვიდი უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც მას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ტრამპს დახვდნენ შეძახილებით "შეცვალე ის არჩევნებით" (“vote him out”).

ტრამპი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში გინსბურგის შემცვლელი წარადგინოს. სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, უკვე მოიპოვეს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ მოსმენის შემდეგ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცონ.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

 

ბოლო ამბები
კახეთში კაცმა მეზობელი და ცოლი მოკლა

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი, რომელიც ქალის დახმარებას ცდილობდა

სრულად 
ცესკომ ახალი გენდერული საინფორმაციო პორტალი შექმნა

ახალი საინფორმაციო რესურსი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს არჩევნების შესახებ, გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2020 წელს ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს მიაენიჭეს

2020 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ბრიტანელ როჯერ რენროუზს, გერმანელ რაინჰარდ გენცელს და ამერიკელ ანდრეა გეზს 

სრულად 
დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად დაწერა

სრულად 
დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა

ემი კონი ბარეტს ახასიათებენ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, რომელსაც აბორტების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები უჭერენ მხარს

სრულად