გენდერული ძალადობა
გორის მერიაში ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე ორიენტირებული კომისია იქმნება
2020-09-25 13:32:32

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომელსაც გორის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მსგავსი საკითხების მოგვარების პროცესში მუნიციპალურ დონეზე ერთვება.

გორამდე უწყებათაშორისი კომისია ზუგდიდში შეიქმნა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მსგავსი ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველო სხვა ქალაქებშიც.

"ჩვენ გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტების დონეზე სპეციალური კომისიის შექმნის ინიცირება მოგვეხდინა. ჩვენი პროექტის ფარგლებში შიდა ქართლსა და სამეგრელოში, იქ სადაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს. ამ კომისიის წევრთა შორის ძალიან ბევრი საინტერესო აზრის მოსმენა და გათვალისიწინება იყო მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ ფურცელზე არ ეწეროს და მოხდეს რეალური ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში იმისთვის რომ კოორდინაცია მოხდეს უწყებებს შორის", -ამბობს ელენე რუსეცკი.

ელენე რუსეცკის აზრით, კომისიების მიერ ოჯახში ძალადობის სწრაფად გამოვლენა ხელს შეუწყობს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიიღონ მეტი ინფორმაცია.

"გარდა იმისა, რომ ეს კომისიები სწრაფად ჩაერთვებიან ოჯახში ძალადობის გამოვლენის შედეგად შესაბამის უწყებებთან დაკავშირების პროცესში, მუნიციპალურ დონეზე იარსებებს ინსტიტუციონალური მეხსიერება ადგილზე გამოვლენილი ფაქტების სტატისტიკის სახით რაც დაეხმარება ერთი მხრივ ქვეყანას საჭირო სერვისების განვითარების კუთხით, მეორეს მხრივ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება რა მიმართულებითაა მუშაობის გაგრძელება საჭირო კონკრეტულ მუნიციპალიტეტში“, - ამბობს ელენე რუსეცკაია.

 

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად