მოვლენები
IPRM -ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს განიხილავენ
2020-09-24 12:48:09

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 97-ე შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, დე ფაქტო რეჟიმისგან დევნილი თამარ მეარაყიშვილის საკითხი იქნება. 

„აღნიშნული საკითხი არაერთგზის დამდგარა და გაჟღერებულა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება ამ საკითხის გააქტიურება“, განაცხადა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

სამ წელზე მეტია, ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია გამოძიება აბსურდული ბრალდებით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, მეარაყიშვილს წლებია გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელში რაიონის პროკურორი ემუქრება. მეარაყიშვილის თქმით, მისთვის სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამ ინცინდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. 

ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები იქნება, ამ კონტექსტში კი მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე გაკეთდება.

ამავე შეხვედრაზე განიხილავენ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმესაც.

„ასევე ვისაუბრებთ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პრობლემებზე და ყველა იმ თანამდევ პროცესებზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით.“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში IPRM -ის წინა შეხვედრა 30 ივლისს გაიმართა.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად