კენიის უზენაისი სასამართლოს თავმჯდომარემ, დევიდ მარაგამ ქვეყნის პრეზიდენტს უჰურუ კენიატტუს მიმართა და მოუწოდა დაითხოვოს ორივე საკანონმდებლო ორგანო დეპუტატი ქალების არასაკმარისი რაოდენობის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ გენდერული დისბალანსი პარლამენტში არის კონსტიტუციის დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციას წარმოადგენს.
ქვეყნის ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული, საკანონმდებლო ორგანოში ერთი სქესის დეპუტატთა რაოდენობა ორ მესამედს არ უნდა აღემატებოდეს. სტატისტიკის მიხედვით კი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატი ქალების რაოდენობა მხოლოდ 22%, ხოლო ზედა პალატაში 31% შეადგენს.
პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.