გენდერული ძალადობა
ინდოეთში ბავშვის სქესის დადგენის მიზნით ქმარმა ორსულ ცოლს დაზიანებები მიაყენა 
2020-09-22 14:06:56

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, 35 წლის კაცმა ორსულ ქალს მუცლის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა, რათა მომავალი შვილის სქესი გაეგო. პოლიციის ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, ხოლო ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ექვსი ან შვიდი თვის ორსული იყო და მიყენებიული დაზიანების შედეგად შვილი-ბიჭი დაკარგა. წყვილს ხუთი ქალიშვილი ჰყავს და კაცს ბიჭი უნდოდა.

ინდოეთს სელექციური აბორტების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში, რადგან ითვლება, რომ გოგონა ერთგვარი „ტვირთია“ და საკმაოდ ძვირი უჯდება საკუთარ ოჯახს, რადგან იგი უნდა დაქორწინდეს და გამზითვდეს.
ე.წ გამზითების პრაქტიკა ინდოეთში 1961 წელს ოფიციალურად აიკრძალა, თუმცა ინდურ ოჯახებში აღნიშნული ტრადიცია დღემდე მყარად არის ფესვებგადგმული. 

ტრადიციისამებრ ინდოეთში  გოგონა თხოვდება და ოჯახს ტოვებს, ხოლო ვაჟი კი მშობლებთან რჩება. დღემდე ინდოეთის განათლებული ოჯახების ცნობიერებაშიც კი, ოჯახი ვაჟიშვილის გარეშე  სრულყოფილ ოჯახად არ მიიჩნევა. 

2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, ინდოეთში 43 მილიონი ქალია გაუჩინარებული. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ყოველ 1000 მამაკაცზე  940 ქალი შეადგინა,  0-დან 6 წლამდე ბავშვებში კი სხვაობა კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება: 1000 ბიჭზე დღეს ინდოეთში 914 გოგონა მოდის. სქესის ეს თანაფარდობა ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზარდა: 1991 წელს, 10000 ბიჭზე 947 გოგონა, 2001 წელს 927, და დღეს კი 914 გოგონა მოდის. 

ქალების სერიოზულმა ნაკლებობამ ინდოეთში  ძალადობის და განსაკუთრებით კი გაუპატიურების შემთხვევათა საგანგაშო ზრდა გამოიწვია. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცამების მიხედვით, გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. 

2004 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა არსებული პრობლემის დაძლევის მიზნით და ოფიციალურად აკრძალა ბავშვის სქესის შესახებ მშობლების წინასწარი ინფორმირება. პარალელურად შემუშავდა სპეციალური ხელშემწყობი პროგრამები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარებოდა გოგონას ყოლის შემთხვევაში სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებულ ოჯახებს. აკრძალვის მიუხედავად ინდოეთში აბორტმა იატაკქვეშ გადაინაცვალა და დღეს ინდოეთის კერძო კლინიკები არალეგალურად კვლავ ახორციელებენ სელექციური აბორტის პრაქტიკას.
 

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად