ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად „მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია" ხაშურის მუნიციპალიტეტშიც შეიქმა.
კომისიას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე უხელმძღვანელებს.
კომისია შეიქმნა განუსაზღვრელი ვადით და მისი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრა დებულებით.
მუნიციპალიტეტში კომისიამ უნდა უზრუნველყოს:
- ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
- ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, აღრიცხვისა, დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზების და დაცვის შესაბამისი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
- ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდება;
- ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ხელშესაწყობად დამსაქმებლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
- ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და ა.შ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის უწყებათაშორისი კომისია 9 წევრისგან შედგება და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია ასევე ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა.
კომისიები შეიქნმა ქალთა საინფორმაციო ცნერთან კონსულტაციების შედეგად, პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით, ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს მიზნობრივი რეგიონების მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიებისა და ამ მიმართულებით სწრაფი რეაგირების გეგმების შემუშავების ხელშეწყობა.