გენდერული ძალადობა
მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
2020-09-16 17:34:57

მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გურგულია დაკავებული არ არის, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მსახიობს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წარდგენილი: 11 პრიმა -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით და 360-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და თვითნებობა გულისხმობს — "ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანს ითვალისწინებს".

პროკურატურა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკამყოფილა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. როგორც გურგულიას ადვოკატმა განაცხადა, მსახიობი თავს დამნაშავეთ არ ცნობს.

"გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა", — განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა.

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად