გენდერული ძალადობა
თანხმობა 
2020-09-11 14:43:49

კაცმა, რომელთანაც წარსულში სექსუალური კავშირი ჰქონია (მხოლოდ სექსუალური კავშირი ჰქონია), ყავაზე დაპატიჟა. მანქანით მიაკითხა. კეფისკენ არ დაძრულან ოღონდ,  ბნელ და მშვიდ ადგილას წავიდნენ. გადაწყვეტილება კაცმა მიიღო, დამოუკიდებლად, ქალს - არ გაუპროტესტებია. აღელვდა, არ მოეწონა (ასე ამბობს), მაგრამ არ გაუპროტესტებია. მანქანა გააჩერეს, კაცმა შეხება დაუწყო. აქ უკვე  წინააღმდეგობა გაუწია, უთხრა, რომ არ გრძნობდა თავს კომფორტულად, უთხრა, რომ მხოლოდ ყავის დალევა სურდა - მეგობრული შეხვედრა. პასუხი იყო, რომ მისი დუმილი, ვიდრე იმ ბნელ ადგილს ეძებდნენ, თანხმობას და სურვილს ნიშნავდა, რომ უფრო ინტიმურ ადგილას ყოფილიყვნენ, რომ მანამდეც სულ ამას აკეთებდნენ და შეხება გააგრძელა. და გრძელდებოდა მანამ, სანამ ქალმა ტირილი არ დაიწყო. 

თხოვნით მანამდეც თხოვდა, სახლში წაეყვანა. ამ შემთვევაში ცრემლების დანახვამ გაჭრა. მოიბოდიშა კაცმა. ყავა დალიეს. საყვარელ მუსიკაზე ისაუბრეს, წიგნებზეც, ალბათ. მერე სახლამდეც მიაცილა.

როცა ეს ამბავი ქალმა მეგობრების ჯგუფს გაუზიარა, რომლის ყველა წევრს მაღალი მგრძნობელობა აქვს სხვადასხვა სენსიტიური საკითხის მიმართ, ამბავმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მოძალადეა თუ არა კაცი?

“სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;”  - საქართველოს კანონმდებლობა ასე განმარტავს და განსაზღვრავს სექსუალურ ძალადობას და სექსუალური ძალადობა ნამდვილად არის ისიც, რაც ამ კანონში წერია, მაგრამ სამწუხაროდ სია უფრო გრძელია.

სექსუალური ძალადობა ნიშნავს ყველა იმ ძალადობრივ აქტს, რომელსაც აქვს სექსუალური ხასიათი - დაწყებული პარტნიორის თანხმობის გარეშე კოცნით, შეხებით, მოფერებით - დამთავრებული მსხვერპლის იძულებით - შეეხოს მოძალადეს. ის მოიცავს, გაუპატიურებას, ეგზიბიციონიზმსაც, სექსუალური ხასიათის ფოტოებისთვის პოზირების იძულებასაც, მსხვერპლის თანხმობის გარეშე მისთვის სექსუალური შინაარსის ტექსტების ან და ფოტოების გაგზავნას და ა.შ

მიზეზი, რის გამოც დასაწყისში მოყოლილი ისტორიის შემდეგ, ყველა იმ ადამინმა, ვინც ის მოისმინა, არ თქვა რომ ამბავი ნამდვილად იყო მათ მეგობარზე სექსუალური ძალადობის აქტი, არის - თანხმობა.  უფრო სწორად ის, რომ თანხმობა ყველას, ჩვენს და არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, სხვანაირად ან საერთოდ არ ესმის.

აღმოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ მოძალადე ვერ ან არ იგებს რას ნიშნავს თანხმობა და როგორი უნდა იყოს ის,  მისი მნიშვნელობა არ ან სხვანაირად ესმის მხარდამჭერთა წრესაც, რომელიც მსხვერპლს  რეაბილიტაციაში უნდა დაეხმაროს.

თანხმობა არის მხოლოდ მკაფიო “კი” და “ არას” არ თქმა არ ნიშნავს თანხმობას.

დუმილი არ ნიშნავს თანხმობას.

რაიმე ფორმის ოფიციალურ ან არაოფიციალურ ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს ავტომატურ თანხმობას მიმდინარე სექსუალურ აქტზე. ის, რომ ქორწინებაში ხარ, ან ვინმეს ხვდები, ან ის, რომ სექსუალური კავშირი გქონია წარსულში, არ ნიშნავს თანხმობას ახლა.

ის, რომ ფიზიკურ წინააღმდეგობას არ ან ვერ უწევ მოძალადეს, არ ნიშნავს თანხმობას.

ჩაცმის სექსუალური სტილი ან გამომწვევი ქცევა, არ ნიშნავს თანხმობას. 

ფოტო: Fear of happiness — Magoz

სექსუალური ძალადობის შემდეგ მსხვერპლი გრძნობს სირცხვილს, ტკივილის, დანაშაულს, შიშს და ყველა მათგანისთვის ეს შეგრძნებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით იჩენს ხოლმე თავს, რეაბილიტაციის პროცესში.

ჯანმრთელობის გართულებების სიაც გრძელია: თავის ტკივილი, ძილის არევა, დეპრესია, გადაღლა, სტრესი, სქესობრივად გადამდები დაავადებები, კვებითი აშლილობა, თვითდაზიანების ან თავის მოკვლის სურვილი.

თუ კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდები - მეგობრების, ოჯახის წევრების, ახლობლების მხარდაჭერა შეიძლება დაგეხმაროს. იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ.

და იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარო, პირველ რიგში, უნდა დაარწმუნო ის, რომ მისი ბრალეულობა არ არსებობს. დაარწმუნო იმაში, რომ  ყველა გარემოების მიუხედავად, მას არაფრის არ უნდა შერცხვეს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა იმაზე ვერ ვთანხმდებით, რომ არ არსებობს მსხვერპლის ბრალეულობა. ის ფაქტი, რომ ყველამ ერთად არ გადავწყვიტეთ - პირველ რიგში ის - რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა და არ ვაღიარეთ ყველა ფორმა, რომელიც ამ აქტმა შეიძლება მიიღოს - შემდეგ კი ის - რას ნიშნავს და უფრო მეტად რა არ ნიშნავს თანხმობას - როგორ შევძლებთ დავეხმაროთ მსხვერპლს, რომელიც თვითონაც გაურკვევლობაშია. რომელსაც თვითონვე არ სჯერა იმის, რომ მართალია, უდანაშაულოა.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს

გიორგი ჯაში
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად