მსოფლიოში მილიონობით ქალი აქვეყნებენ ისტაგრამში შავ-თეთრ სელფებს ჰაშტაგებით #ChallengeAccepted, #womensupportingwomen, #blackandwhitechallenge და წერს პოსტებს ქალთა უფლებებზე, ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და პრობლემების მოგვარების გზებზე.
უცნობია ვინ წამოიწყო ფლეშმობი ან ვისი ინიციატივით დაიწყო. New York Times- ის თანახმად, ონლაინ კამპანია თურქეთში დაიწყო, სადაც საკარანტინო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების შემთხვევები.
დაახლოებით ერთი თვის წინ სელფები ინსტაგრამზე ჰეშთეგით #istanbulconventionsaveslives გამოჩნდა. ამით ფლეშმობის მონაწილეები გამოთქვავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ თურქეთს სურს გამოვიდეს სტამბოლის კონვენციიდან (ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ).
ინსტაგრამზე ფლეშმობს უკვე ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა და მათი რიცხვი მხოლოდ იზრდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტია ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციიდან (სტამბოლის კონვენცია) ქვეყნის გამოსვლის საკითხს განიხილავს.
2011 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა სტამბოლოს კონვენციას და ამით შეთანხმების შესრულების ვალდებულება აიღო.
თურქეთში შეთანხმების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კონვენცია ძირს უთხრის ტრადიციულ ღირებულებებს. მათი ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ შეთანხმება და ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობა უფრო ეფექტურად უნდა განხორციელდეს.
ოფიციალური სტატისტიკით 2019 წელს თურქეთში 474 ქალი მოკლეს, რაც 2011 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება.