გენდერული ძალადობა
საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება
2020-09-04 12:26:26

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, - ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამომავლო ნაბიჯებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ძალადობაზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო საკუთარ გამოცდილებას სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუზიარებს.

ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად