ღონისძიებები
საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
2020-09-01 12:13:25

"გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის", გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, იწვევს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს საგრანტო პროგრამაში "ახალბედა ამომრჩევლების ცნობიერების გაზრდა თანასწორი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ" მონაწილეობის მისაღებად.

ზემოხსენებულ პროგრამას ახორციელებს საკომუნიკაციო სააგენტო "Action Global Communication", კამპანიის "თანასწორობა გვჭირდება - თან ასწორებს" ფარგლებში, საარჩევნო სისტემისა და გენდერის საკითხების ექსპერტებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

** ორდღიანი ონლაინ სემინარი;
** პოლიტიკოს ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა
** იდეების გენერირების ვორქშოფი Design Thinking-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით
** მცირე გრანტების გაცემა ახალგაზრდა ინდივიდებსა და ჯგუფებზე.

პროექტის მოკლე აღწერა:

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ გამოწვევად. ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში გამოწვეულია ერთის მხრივ კულტურული და შიდა პარტიული ბარიერებით, მეორეს მხრივ კი ამომრჩევლების დაბალი საარჩევნო ცნობიერებითა და გავრცელებული სტერეოტიპებით, რომ თითქოს პოლიტიკა კაცის საქმეა და ის ნაკლებადაა ორიენტირებული სოციალურ საკითხებსა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობს საარჩევნო ცნობიერების ამაღლების პროექტებზე, რომლის მიზანია გაზარდოს მოთხოვნა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე და ხელი შეუწყოს ქალი კანდიდატებისა და მათი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოჩენას.

ახალგაზრდები წარმოადგენენ ძლიერ ჯგუფს, რომელსაც შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე და ინფორმაციის გავრცელებით, თანატოლებთან დისკუსიების გამართვით ამომრჩევლებში გააჩინონ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მოთხოვნა და იმოქმედონ პარტიებში ლიდერების გადაწყვეტილებებზე.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში გაზარდოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მათთვის დემოკრატიულ არჩევნებსა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების გაზრდის გზით. პროექტში ჩართული ახალგაზრდები თავად გახდებიან რეგიონში ინფორმაციის გამავრცელებლები და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მცირე გრანტები თანასწორი პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განსახორციელებლად.

ცნობიერები ამაღლების ტრენინგები და საგრანტო კონკურსი:

პროექტის მონაწილეები 14 და 15 სექტემბერს გაივლიან ორდღიან ონლაინ ტრენინგს შემდეგ საკითხებზე:

** როგორ შეუძლია მოქალაქეს ხელი შეუწყოს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს: საქართველოს საარჩევნო სისტემები, დემოკრატიული არჩევნები ძირითადი პრინციპები და გამჭვირვალე არჩევნები - გაუძღვება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და არჩევნების ექსპერტი ნინო დოლიძე
** რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები პოლიტიკაში მოსვლის პროცესში - გაუძღვება გენდერის ექსპერტი იდა ბახტურიძე.
** საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა და კამპანიების მართვა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით - გაუძღვება კომუნიკაციების სპეციალისტი მაია ჩიტაია.

ტრენინგის დასრულების შემდეგ თელავსა და ზუგდიდში გაიმართება პრაქტიკული ვორქშოფი პროექტის მონაწილეებთან. ვორქშოფის დროს მონაწილეები შეხვდებიან ქალ კანდიდატებს და შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ მათ პოლიტიკურ ხედვებს სხვადასხვა სოციალურ თუ ახალგაზრდობის საკითხებზე და მოისმინონ მეტი არსებული გენდერული ბარიერების შესახებ. ასევე მონაწილეები გაივლიან იდეების გენერირების ინტერაქციულ სესიას ინოვაციური მეთოდის Design Thinking-ის გამოყენებით, რაც გაუადვილებთ მათ საგრანტო პროექტების შექმნას. პრაქტიკული შეხვედრები გაიმართება 16 სექტემბერს თელავში და 18 სექტემბერს ზუგდიდში.

ტრენინგებსა და პრაქტიკულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მონაწილეებმა 25 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ პროექტები, რომლის შეფასების შედეგად გაიცემა 10 მცირე გრანტი - 5 სამეგრელოსა და 5 კახეთის რეგიონისთვის. წარმოდგენილი საგრანტო პროექტები უნდა იყოს კამპანიური ხასიათის და პასუხობდეს თემას, თუ როგორ გავზარდოთ ახალგაზრდა ამომრჩევლებში ქალ პოლიტიკოსებზე მოთხოვნა მათ განსხვავებულ ხედვებსა და ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე დაყრდნობით. პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდებს, ასევე ახალგაზრდულ ჯგუფებს.

საგრანტო ბიუჯეტი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე შეადგენს 3 000 ლარს. გამარჯვებული პროექტების ავტორების დაჯილდოება შედგება 5 ოქტომბერს, თბილისში. სასტუმროს, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს პროექტი აანაზღაურებს.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:

** სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ ადამიანის უფლებებსა და გენდერის საკითხებში საბაზისო განათლების (სასკოლო სამოქალაქო განათლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგები, საზაფხულო ბანაკების ინტერაქციული სემინარები) მქონე ახალგაზრდებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ არგუმენტირებული სამოტივაციო წერილის ავტორებს;
** მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მითითებულ თარიღებზე ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებზე დასწრების მზაობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 8 სექტემბრისა. განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიყევით შემდეგ ბმულს. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ჩიტაია, Action Global Communications
ელ-ფოსტა: maia.chitaia@actionprgroup.com 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას

KVINFO-ს მიერ მხარდაჭერილი, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამი ქართული ორგანიზაციის საქმიანობის თვისებრივი ანალიზი - დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას.

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების თვეს

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

სრულად