ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ვიდეო რგოლის დამზადებაზე.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით, ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი'' და Fundacja HumanDoc პარტნიორობით მიმდინარეობს, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში ხორციელდება.
კონკურსის თემა: ოჯახში ძალადობა ან/ და ქალთა მიმართ ძალადობა
კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
• ვიდეო რგოლი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად კონკურსისთვის;
• ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
• ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან.
**ვიდეორგოლის გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც პროფესიული კამერა, ისე მობილური აპარატი და სხვა).
კონკურსი გამოცხადდება ყოველი თვის დასაწყისში და მონაწილეობის მსურველებს 10 დღის ვადა ექნებათ ვიდეო რგოლის გამოსაგზავნად.
ყოველი თვის ბოლოს შეირჩევა საუეკთესო 3 ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსდება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და მისი პროექტის პარტნიორების ფეისბუქ და ორგანიზაციის გვერდებზე.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან (70 €).
დაინტერესებულმა პირმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი (ვიდეო რგოლო) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com და kostavanatia@gmail.com
და წერილში მიუთითოს ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.