გენდერული ძალადობა
როგორც ანდაზა ამბობს...
2020-08-07 11:00:24

დაიბადა. არავინ აღფრთოვანებულა, მაგრამ შეეგუენ, იფიქრეს, ანდაზა ამბობს, „სულ უშვილობას, ქალიც შვილიაო.“ 

სწავლა დააპირა. არაო, - უთხრეს, სკოლა დაამთავრე, მეტი რაღა საჭიროა, ან რას შეძლებ. აგერ, ანდაზა ამბობს, „ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო“. ქალი ხარ, ქმარი მოგხედავს, შვილები გეყოლება. ნათქვამია „ცხვარი მთითა და  ქალი ქმრითაო“. 

არ უნდოდა, არ სიამოვნებდა იმ მამაკაცის ვითომ „ყურადღება“ და სინამდვილეში ავხორცი მზერა. ვერ თქვა. ანდაზა ხომ ამბობს, „კარგმა ქალმა არცა ქნა და არცა თქვაო“. ჰოდა, მიათხოვეს კიდეც მისთვის არასასურველ ადამიანს. დიდად თავი არავის გამოუდვია მის დასაცავად, როცა ყოყმანი შეატყეს. რას ვიზამთო, აგერ ანდაზა გვეუბნება, „ქალი სხვისი კერის ნაცარიაო“. 

გაუჭირდა შეგუება. უნდა გაუძლოო. ქმარს აღარავინ გამოგიცვლის, ნათქვამია, „ქალი ქმარსა სწუნობდა და იყო იმის ამარაო“.
ძალადობას ნაჩვევი არ იყო. მორიდებულად, მაგრამ გააპროტესტა. რას იზამ, არ უნდოდაო. ხომ იცი, ნათქვამია „მეზობლის გამოჯავრებულმა ცოლი გალახაო“. ის ტყუოდა - მეზობელი, -  შენ არაო. მეორედ აღარ იზამსო. 

განმეორდა მეორედაც. უნდა მოითმინო, მოხდა ასეო. „ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.“ განა არ უყვარხარო. ხომ გაგიგონია, „სიყვარულით ჩემმა ქმარმა ბარ-საკვეთით მცემაო“. ალბათ, შენც მიზეზი მიეცი, აკი ანდაზაც ამბობს, „ანჩხლი ცოლი ქმარს ჭკუიდან შლისო“.

არ დასრულდა. გაუსაძლისი გახდა. რა ვქნათ, ჩვენ ვერ ჩავერევით, ნათქვამია,  „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“. ნუღარც გაგვრევ თქვენს კონფლიქტში, არ გაგიგია,  „ცოლ-ქმრის ამბავი მარტო ლოგინმა უნდა იცოდესო“. 

ჰოდა, სასოწარკვეთილებისას, ერთხელ თვითონაც გაიხსენა „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გააკავებსო“ და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და ყველა წესის დაცვით ჩამოწერა ტელეფონში  112-ის აპლიკაცია.

P.S.  

განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ანდაზა (ლათ. proverbium) სინამდვილის, რეალობის გონებამახვილური განზოგადებაა.

112-ის მობილური აპლიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უფასო, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის.

ნინო სუხიაშვილის
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად