გენდერული ძალადობა
პერუში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 900-ზე მეტი ქალი და გოგონა გაუჩინარდა
2020-08-05 16:58:02

პერუში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 900-ზე მეტი ქალი და გოგონა გაუჩინარდა.  ამის შესახებ ადგილობრივმა უფლებადამცველებმა განაცხადეს. მატ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 16 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყანაში 606 გოგონა და 309 ქალი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დადგა დრო, რომ ოფიციალურად დაფიქსირდეს მსგავსი შემთხვევების რაოდენობა, რათა გაირკვეს ქალები ცოცხალები თუ გარდაცვლილები არიან, ასევე არიან თუ არა გაუჩინარებული ქალები სექსუალური ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა ან მკვლელობის მსხვერპლები.

გასულ კვირას, პერუს ქალთა საქმეთა სამინისტრომ კიდევ უფრო შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა: პანდემიის დროს ქვეყანაში 1200 ადგილობრივი ქალი გაუჩინარდა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მთავრობა მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრაზე და წელს ქვეყანაში შესაბამისი პროგრამებისთვის დაფინანსება გაიზარდა.

ლათინური ამერიკის ქვეყნები  ქალთა მიმართ ძალადობის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ეს განპირობებულია იმ სპეციფიკური კულტურით და სოციალური ნორმებით, რომლებიც განსაზღვრავს ქალის როლს საზოგადოებაში.

ასე პერუში ყოველი 10 ქალიდან 7 ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. 

2019 წელს წელს პერუში 54 ქალი იქნა მოკლული მისი მეუღლისა თუ ყოფილი პარტნიორის მიერ.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად