საინტერესო
ანტონიო გუტიერიში: სკოლების დახურვის გამო მსოფლიო თაობის კატასტროფის წინაშე დგას
2020-08-04 11:52:33

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერიშის განცხადებით, მსოფლიოში კორონა ვირუსული პანდემიის დროს სკოლების დახურვის გამო მსოფლიო "თაობის კატასტროფის" წინაშე დგას. გუტიერეშის თქმით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ხელისუფლება დაავადებას კონტროლზე აიყვანს, მოსწავლეთა დაბრუნება სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყველა დონეზე პრიორიტეტული უნდა გახდეს.

გუტიერეშის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო იწყებს კამპანიას „Save Our Future“ და დასძენს, რომ "თაობის კატასტროფამ" შეიძლება შეაფერხოს ათწლეულების წინსვლა და მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის უთანასწორობა გაამძაფროს.

2020 წლის ივლისის შუა რიცხვების მდგომარეობით, სკოლები დაახლოებით 160 ქვეყანაში დაიხურა, რაც გავლენას ახდენს 1 მილიარდ მოსწავლეზე. ამავე დროს, მინიმუმ 40 მილიონ ბავშვს არ აქვს წვდომა მოსამზადებელ და დაწყებით განათლებაზე.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მსოფლიოში 250 მილიონზე მეტმა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მოსწავლეთა მხოლოდ მეოთხედმა მიიღო საბაზისო განათლება.

ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტით და თუნდაც რადიოთი და ტელევიზიით გაკვეთილების ჩატარების მიუხედავად, ბევრი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომობა განათლებაზე შეზღუდულია.

როგორც მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, განათლების გარეშე დარჩენის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი მოსწავლეები.

იმათაც კი ვისაც დისტანციურ სწავლებაზე აქვთ წვდომა,  განათლების ხარისხი დამოკიდებულია ცხოვრების პირობებზე, მათ შორის პანდემიის დროს საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობების სამართლიან გადანაწილებაზე.
 

 

ბოლო ამბები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად 
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება

დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად