გენდერული ძალადობა
163. 166. 253. 308. 220. 742. 2301. 2585. 3599. 5875. 7479...და შენ ვისი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდე? 
2020-07-31 14:55:51

მე დედაჩემი სიკვდილს გადავარჩინე. კიდევ რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო?

საქსტატის მონაცემებს თუ მივენდობით, 2009 წლიდან 2019 წლამდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა რიცხვი 163-დან 7479-მდე გაიზარდა . 10 წლის განმავლობაში 23 691 ქალზე იძალადეს. 2016 წლიდან 2019 წლამდე ოჯახში ძალადობამ 42 ქალის, 42 დედის, 42 შვილის, 42 მეგობრის, 42 მეზობლის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო?

2016 წელს მე  ერთი სიცოცხლე გადავარჩინე. არა, სუპერგმირობის დაბრალებას არ ვაპირებ. არც ჩემს გმირის შესაფერი სიტყვებით შემკობას გთხოვთ. უბრალოდ, მგონია, რომ ამ რიცხვების შეცვლა ბევრ ჩვენგანს შეეძლო. ერთი სიტყვით, ერთი ზარით ჩვენ შეგვეძლო იმ 42-ივე ქალს დავხმარებოდით. დღეს რომ ვიღაცას დედა, შვილი, ან მეგობარი აღარ ჰყავს გვერდით ეს ჩვენი, საზოგადოების თითოეული წევრის ბრალია. პირში წყლის ჩაგუბებით, ჩვენც ისეთივე, თუ უარესი არა, დამნაშავენი ვხდებით, როგორიც თვითონ მოძალადეა. მოძალადე ხშირ შემთხვევაში ისჯება, ჩვენ კი, ისე, ვითომ არაფერი მომხდარა, ვაგრძელებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

42-ივე ქალის სიკვდილმა აგვაღელვა. 42-ივე ქალის მკვლელობას მოჰყვა ოჯახის წევრთა, მეზობელთა თუ მეგობართა განცხადებები: „ოჯახის საქმეში როგორ ჩავერევი“; „კი, მესმოდა ჩხუბის ხმა, მაგრამ მეგონა, უბრალოდ კინკლაობდნენ“; „უნდა მოითმინო... აბა, ისე როგორ შეიძლება... ოჯახია“; „აბა, რას ვიფიქრებდი, თუ მოკლავდა“. ფატალურად დასრულებული შემთხვევებიდან მალევე ამ ქალების გვარ-სახელები და მათი არსებობაც გვავიწყდება. სულ ცოტა დრო გვჭირდება, ისევ თვალი დავხუჭოთ, შიგადაშიგ სუფრაზე გაჟღერებული მანდილოსნების შესამკობი სადღეგრძელოები ვისმინოთ, შემდეგ მკვლელობამდე თვალი აღარ  გავახილოთ და ის ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებიც მანამდე დავივიწყოთ. მერამდენე ქალის სიკვდილმა უნდა აგვიხილოს თვალი? 43-ე? 44-ე? 

2016 წელს დედაჩემი მე-15 გარდაცვლილი მსხვერპლი შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან დიდი სითამამე სჭირდება წინააღმდეგობა გაუწიო შენს მტრებს და კიდევ უფრო მეტი სითამამის გამოჩენაა საჭირო, როდესაც მტრად შენი ოჯახის წევრი გადაქცეულა. მესმის, ძნელია, ასეთ მომენტებში გადაწყვეტილების მიღება: არავის გინდა ატკინო გული, არავის მხარეს არ გინდა დადგე. მაგრამ ერთი რამ უნდა გააცნობიერო, შენს ერთ სიტყვას, შენს ერთ ნაბიჯს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენისათვის. მე მაშინ 18-19 წლის ვიყავი და ვხვდებოდი, ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა. 2-3 წლის იმ ბავშვებს, მამა თვალწინ დედას რომ მოუკლავს, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოსთხოვ. შეიძლება, ყველაფერიც გააკეთეს. განწირულ ხმაზე წიოდნენ, ყვიროდნენ, ვიღაცის შველას ითხოვდნენ. მაგრამ იმ დღეს ყველა მეზობელმა ფანჯარა დახურა, მათი მშვიდი საღამოს იდილია ვიღაცის კივილს რომ არ დაერღვია. ერთ ზარს, ერთ სიტყვას შეეძლო თითოეული სიცოცხლის გადარჩენა. 

ოჯახში ძალადობის 23 691 მსხვერპლი. 42 წართმეული სიცოცხლე. კიდევ რამდენი ისეთი მსხვერპლი არსებობს, რომელთა ხმასაც ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია? ოდესმე მოაღწევს კი? 

 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.  

 

 

ლიზიკო ჩადუნელი 
ბოლო ამბები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად