მოვლენები
ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ აქციაზე 63 000-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა
2020-07-31 12:53:50

ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. 

უფლებადამცველების თქმით, აქციაზე 63 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა თავად სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ბელარუსის მოქმედ მთავრობას მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში რუსული კერძო სამხედროების დაკავების ფაქტი ერთმანეთს არ დაუკავშირონ.

„რომელი რევოლუცია, ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვინდა, რატომ უწყობთ პროვოკაციებს საკუთარ ერს? ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები გვინდა“, – განაცხადა აქციაზე ტიხანოვსკაიამ.

​ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავების შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მეგობრობის პარკი, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, რკინის ბარიერებით იყო შემოღობილი.

ბელარუსში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე დიდი სიურპრიზი სვეტლანა ტიხანოვსკაია გახდა. ბოლო დრომდე ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ქალი ქუჩაში ათასობით მხარდამჭერს აგროვებს და “ევროპის უკანასკნელ  დიქტატორს” უპირისპირდება.

 

ტიხანოვსკაია პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც დააპატიმრეს მისი მეუღლე, ბიზნესმენი და პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას  აპირებდა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას პროგრამა მარტივია – 6 თვის განმავლობაში ბელარუსში ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბში გაერთიანდა კიდევ ორი ​​კანდიდატის – ვიქტორ ბაბარიკოს და ვალერი ცეპკალოს  შტაბები, რომლებიც ხელისუფლებამ არ დაარეგისტრირა. პირველი მათგანი, შვილთან ერთად, დაკავებულია, მეორე კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

 

 

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად