გენდერული ძალადობა
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
2020-07-15 10:20:37

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც ცინარიძის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

„რა არგუმენტაციაც სასამართლოში აქამდე გვქონდა, იგივე პოზიცია დავაფიქსირეთ. მაშინაც და ახლაც ვამბობთ, რომ დავით ცინარიძეს არ შეიძლებოდა ამ ბრალდებით შერჩეოდა საერთოდ აღკვეთი ღონისძიება. აღკვეთი ღონისძიება ადამიანის დასჯის მიზნით არ გამოიყენება, ის სასჯელი არ არის. აღკვეთის ღონისძიება კონკრეტული მიზნით გამოიყენება, რომ პირი არ მიიმალოს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას და მტკიცებულებები არ გაანადგუროს. არცერთი საფრთხე დავით ცინარიძის მხრიდან არ არსებობს.

პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობას არ დაეთანხმა, იგივე პოზიცია დაიჭირა, ბრძანა, რომ არ არსებობდა ახალი გარემოება, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონსიძიება უნდა შეცვლილიყო. მართალია, ძალიან მძიმედ, ძალიან რთულად მივდივართ იმ გზამდე, რასაც დავით ცინარიძის სრული გამართლება ჰქვია წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ საზოგადოებამ დაიცადოს ცოტა ხანი და როგორც ახლა გათავისუფლდა, ისე გამოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი. ამის თქმის საფუძველს საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გვაძლევს, რომელიც ვერანაირად ვერ შეკრავს იმ სტანდარტს, რაც პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არის საკმარისი“, - განაცხადა ხვისტანმა.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
 

ბოლო ამბები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად