საინტერესო
სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება-150-მდე ცნობილი ადამიანი ღია წერილს აქვეყნებენ
2020-07-09 12:21:23

ჯოან როულინგი, გლორია სტაინემი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი სხვა 150-მდე ავტორთან, აკადემიკოსთან თუ აქტივისტთან ერთად ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც "საკუთარი აზრის დაფიქსირების შეზღუდვის" თანამედროვე ტენდენციებს აკრიტიკებენ.

ღია წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტსა თუ სხვა სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებს ისინი იზიარებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამავდროულად "მორალისტური დამოკიდებულებები და პოლიტიკური ვალდებულებები გაჩნდა, რომლებიც ადამიანებს აზრის გამოთქმას უზღუდავს", რასაც ეს ცნობილი სახეები სხვა სოციალურ უსამართლობასთან ერთად უპირისპირდებიან:

"სასურველი დემოკრატიული ინკლუზიურობის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყველა იმ შეუწყნარებელ გარემოზე ვისაუბრებთ ღიად, რომელსაც ყველგან ვაწყდებით".

ღია წერილი, რომელიც  Harper's Magazine-ში გამოქვეყნდა უკვე ნახსენებ სახელებთან ერთად ისეთი ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს, როგორებიც არიან ლინგვისტი ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი და მწერალი მარტინ ემისი.

"ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად გაცვლა, რაც ლიბერალური საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად უფრო იზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას მხოლოდ რადიკალურად მემარჯვენეებისგან ველოდით, აღმოჩნდა, რომ ცენზურამ უფრო ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს კულტურაში: საწინააღმდეგო შეხედულებების მიუღებლობა, საჯარო დამცირების ნორმად ქცევა, ადამიანების დევნა და ტენდენცია, რომ განსახილველი პოლიტიკური საკითხები ურყევ ჭეშმარიტებაში აურიონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თუნდაც უკმეხი და მწვავე აზრების გამოთქმის ღირებულებას ნებისმიერ ადგილას. მაგრამ ახლა მეტისმეტად ჩვეულებრივი ნორმაა მყისიერი და მკაცრი სასჯელის მოთხოვნა განსხვავებული სიტყვისა და აზრის გამოთქმის გამო", — ვკითხულობთ წერილში.

განცხადების ავტორებს შორის არიან New York Times-ის ჟურნალისტები დევიდ ბრუკსი და ბარი ვაისი. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გამოცემის რედაქტორი გაათავისუფლეს სამსახურიდან რესპუბლიკელი სენატორის ტომ კოტონის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო.

ხელმომწერებს შორისაა კიდევ ერთი ცნობილი გამოცემის Vox დამფუძნებელი მეთიუ იგლესიასი, რასაც მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა: ტრანსგენდერი ქალის ემილი ვანდერვეფის განცხადებით, ის ამის გამო Vox-ში თავს "ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობს".

ღია წერილს ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა, რის გამოც ერთ-ერთმა ხელმომწერმა გამოქვეყნებიდან მალევე მოითხოვა, რომ ხელმომწერთა სიიდან ამოეღოთ: ამერიკელი მწერლისა და ტრანსგენდერი აქტივისტის, ჯენიფერ ფინის განცხადებით, "არ იცოდა, თუ ვინ აწერდა ხელს კიდევ ამ წერილს".

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად 
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება

დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად