ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით მიმდინარეობს აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის.
პროექტი შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში ხორციელდება.
ბლოგების კონკურსი, რომელიც ოჯახში ძალადობის ან/ და ქალთა მიმართ ძალადობის თემას უნდა ეხებოდეს, გამოცხადდება ყოველი თვის დასაწყისში და მონაწილეობის მსურველებს 10 დღის ვადა ექნებათ ბლოგის გამოსაგზავნად.
კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
- ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
ყოველთვიურად კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო ბლოგს.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან (50 €).
დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com და kostavanatia@gmail.com და წერილში მიუთითოს ბლოგის ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.