მოვლენები
სასამართლომ ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან იზოლაციაში გადასვლაზე დააკმაყოფილა
2020-07-08 10:13:41

საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან თვითიზოლაციაში შვილის გადაყვანაზე დააკმაყოფილა.

"მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა"- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

“იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები ან, წააგებენ სასამართლოში პროცესებს. მადლობა ბავშვის ადვოკატებს, ანას, ანას და სოფის.
მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის! მადლობა მოსამართლე თამარ ოქროპირიძეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის!” – წერს ანა არგანაშვილი.

ანა არგანაშვილის 11 წლის შვილთან ერთად კარანტინში ერთი კვირის წინ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაიყვანეს. არგანაშვილის ამბობს, რომ მან მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩამოსვლამდე შეავსო სპციალური განაცხადი და მოითხოვა თვითიზოლაციაში გადასვლა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან მოთხოვნაზე უარი მიიღო.

მთავრობის №322 დადგენილებით კი, რომელიც ფიზიკურ პირთა იზოლაციაში და კარანტინში გადაყვანის წესებს ეხება, წერია, რომ თვითიზოლაციაში მოთავსება შესაძლებელია განსაკუთრებული გარემოებებისა და ფაქტორების შემთხვევაში, მათ შორის, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად