გენდერული სიახლეები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 
2020-07-01 16:13:35

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს. ცვლილებები რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, მაუწყებლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და სხვა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობს, საჭირო გახდა ახალი საარჩევნო კოდექსიც. ახალი წესები დაარეგულირებს, როგორ მიიღებენ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, როგორ განაწილდება უფასო სარეკლამო დრო და რა ეღირება ფასიანი, მინიმუმ რამდენი ქალი უნდა იყოს პარლამენტში და როგორ დაისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა. ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

"დღეს არის 21 ქალი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მინიმუმ 30-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა 2020-წლისთვის. მინიმუმ 37-მდე გაიზრდება 2024 წლის პარლამენტში. 2028 წლიდან უკვე ყოველი მესამე იქნება სიაში და 50-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა", — განაცხადა მან.

კობახიძის განმარტებით, თუ ქალი გამოაკლდება საარჩევნო სიას, ის ისევ ქალით უნდა ჩანაცვლდეს და თუ კაცი გამოაკლდება — კაცით.

გარდა ამისა, გენდერული კვოტირების დაცვის შემთხვევაში, პარტიები ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ.


 

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად