მოვლენები
პარიზის მერი ან იდალგო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს
2020-06-29 14:41:42

წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიისთვის - „წინ რესპუბლიკა“ - წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოში, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ.

„მწვანეების“ მხარდაჭერით სარგებლობდა პარიზის მერი ან იდალგოც.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 40% შეადგინა. მოქალაქეები მერებსა და მუნიციპალური საბჭოს წევრებს 5000-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ირჩევდნენ. არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა, მეორე ტური კი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 28 ივლისამდე გადაიდო.

ბოლო ამბები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

სრულად 
სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ურჩევს, უფრო აქტიურად გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანებით მოვაჭრეები, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს განსაკუთრებით, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ქართველ და უცხოელ მსხვერპლთა გამოსავლენად

სრულად 
53 ორგანიზაცია მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, არ აირჩიოს სოფიო კილაძე წევრად

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენით და, ამავდროულად, მისი კანდიდატურის დასახელებისას სახელმწიფომ დაარღვია გაეროს რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს

სრულად 
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის კონკურსის ათეული ცნობილია

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება

სრულად