გენდერული ძალადობა
ოჯახში ძალადობა დანაშაულია!დუმილი თანამონაწილეობა!
2020-06-26 15:43:57

დღეს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღე“ საინტერესო სტუმრებს მასპინძლობდა -  ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ელენე რუსეცკაიას და ფონდ „პროდემოსის“ პროგრამების დირექტორს, ლუკა კურდღელიას, რომლებმაც მაყურებლებს საინფორმაციო კამპანიის შესახებ „ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!“ და მის შედეგებზე ესაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, ახლა უკვე ლაგოდეხისა და ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტებში, სლოგანით: ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!

კამპანიის მიზანია ქალთა უფლებებისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით 112 მობილური აპლიკაციის დაინსტალირების ხელშეწყობა, რომელსაც აქვს SOS (ჩუმი განგაშის)ღილაკი და  ოპერატორთან ჩატის ფუნქციები. 

პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსურ მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.

ბოლო ამბები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა

სრულად 
შემზარავი თავდასხმა თბილისში – კაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

სრულად