საინტერესო
სახალხო დამცველი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს
2020-06-24 14:23:24

სახალხო დამცველი ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს, სადაც არასრულწლოვანთა სავარაუდო პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები.

ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ნაწილობრივ შესაძლებელი იყო არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება, რაც ყოვლად დაუშვებელია და უაღრესად მწვავედ შეიძლება აისახოს მსხვერპლ ბავშვთა, მოზარდთა მდგომარეობაზე; სიუჟეტში წარმოდგენილმა კადრებმა კი შესაძლოა გაზარდოს ინტერესი აღნიშნული უკანონო მასალის მიმართ.

ასევე, ვეხმიანებით ამავე ტელევიზიის გადაცემა „სხვა ნანუკას“ ანონსს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ინტერვიუ არასრულწლოვან მსხვერპლთან.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, იმსჯელოს გადაცემა „სხვა ნანუკაში“ არასრულწლოვნის ინტერვიუს მიზანშეწონილობაზე. მსხვერპლ ბავშვთან საუბარი, განსაკუთრებით საჯარო ინტერვიუ ისეთი მძიმე დანაშაულის შესახებ, როგორიც ბავშვთა პორნოგრაფიაა, საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, გამოცდილებას და უნარებს, რათა აღნიშნულმა უარყოფითად არ იმოქმედოს მსხვერპლის ამჟამინდელ და სამომავლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. აუცილებელია აღნიშნული სათანადოდ შეფასდეს. ასევე, აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ბავშვის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
შევახსენებთ ტელე-მედია საშუალებებს, რომ ბავშვთა მიმართ მომზადებული მასალა პირველ რიგში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, ასევე ჟურნალისტმა პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.“- წერია განცხადებაში

შეგახსენებთ,რომ 2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარის" პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

გასული სიუჟეტის გამო ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეთერით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. გვარამიამ გამაცხადა, რომ ამ სიუჟეტის გაშვებით ტელეკომპანიამ მძიმე შეცდომა დაუშვა.
 

ბოლო ამბები
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად 
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება

დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად