გენდერული ძალადობა
14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება
2020-06-24 10:05:34

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. პაკეტის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება და ამგვარი დანაშაულის ჩადენა 14 წელს მიუღწეველ პირთან, დაისჯება 15-დან 20 წლამდე პატიმრობით.

ასევე, მკაცრდება 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირზე სასჯელი შემდეგ შემთხვევებში: შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ; არაერთგზის; სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ და ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება 8-დან 12 წლამდე პატიმრობა.

ამასთან, გათვალისწინებულია სასჯელის გამკაცრება გარყვნილი ქმედებისთვისაც და ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან დაისჯება 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი: ა) შშმ პირის ან ორსულის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, ე) სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ბრალდებული პირის მიერ, გამოიწვევს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატთა ჯგუფია: სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში.
 

ბოლო ამბები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა

სრულად 
შემზარავი თავდასხმა თბილისში – კაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

სრულად