CeoWorld Magazine-ის მკვლევარებმა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს.
კვლევის ავტორებმა რეიტინგის შესადგენად 156 ქვეყნის წარმომადგენელი 256 700 -ზე მეტი ქალი გამოკითხეს.
156 ქვეყნას შორის საქართველო რეიტინგში 81.93 ქულით 52-ე ადგილს იკავებს, მას უსწრებენ ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ლატვია, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.
2020 წლის რეიტინგში ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:
- შვედეთი - 99.7 ქულა 100-დან
- დანია - 99.4
- ნიდერლანდები - 99.2
- ნორვეგია - 98.7
- კანადა - 98.3
- ფინეთი - 97.5
- შვეიცარია - 97.1
- ხალი ზელანდია - 96.8
- საფრანგეთი - 96.4
- გერმანია - 95.9
სირია, ჩადი, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა რეიტინგში ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ.
მკვლევარებისთვის აღნიშნული რეიტინგის შედგენისას 156 ქვეყნის შეფასების საფუძველი 9 კრიტერიუმი გახდა: გენდერულ თანასწორობა, თანაბარი ხელფასების ოდენობა, ქალების უსაფრთხოება, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ქალთა გაძლიერება, საშუალო განათლება და განვითარების პირობები.
კვლევის თანახმად, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც 100%-ით უზრუნველყოფს ქალთა უსაფრთხოებასა და თავისუფლებებს. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა უკეთეს შედეგებს აჩვენებს, როდესაც საქმე ეხება თანაბარ უფლებებს, სოციალურ ინკლუზიურობას და უსაფრთხოების განცდას.