გენდერული სიახლეები
შვეიცარიაში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით ქალების მასშტაბური აქცია გაიმართა
2020-06-16 15:41:23

შვეიცარიაში ათასობით ქალმა მასშტაბური აქცია გამართა და მთავრობისგან გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ზომების დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

29 წლის განმავლობაში ეს მეორე ასეთი მასშტაბის აქციაა ქვეყანაში. პირველი 1991 წელს ჩატარდა. მაშინ ქვეყნის მთავრობაში არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი. მილიონიანი მარშის მონაწილეებმა შვეიცარიაში ქალების უფლებების დაცვა კანონის დონეზე მოითხოვეს. 
თუმცა,  მიუხედავად იმისა, რომ დღეს შვეიცარიაში ცხოვრების უმაღლესი დონეა, ქალები კაცებზე 20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

The Guardian- ის ცნობით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად სამსახურში არ გავიდნენ. 

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ ქალისა და კაცის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავებას, ქალთა მიმართ ძალადობას და იმას, რომ  ქალები ნაკლებად არინ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. 
შეკრებილი აქციის მონაწილეები "მეტი დრო, მეტი ანაზღაურება, მეტი პატივისცემა" ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის რეიტინგში, შვეიცარია 149 ქვეყანას შორის 34 ადგილს იკავებს, ხოლო შრომის თანაბარი ანაზღაურების რეიტინგში 44-ე ადგილს.
 

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად