შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთნარსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირა. კონსერვატორების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანაში ასევე ლესბოსელებს დონორის სპერმიდან ბავშვის გაჩენის უფლება მიეცათ. ამის შესახებ Thomson Reuters Foundation -ი წერს.
ორივე ინიციატივას ნაციონალურ საბჭოში 132-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 53 წინაღმდეგ წავიდა, 13-მა კი თავი შეიკავა.
2020 წლის თებერვალში Pink Cross - ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვეიცარიელების 80% მეტი ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს.
შვეიცარია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს. საფრანგეთის შემდეგ, ასეთი კავშირი ლეგალური გერმანიასა და ავსტრიაში გახდა.