მოვლენები
2020 წელს გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო ოთხი პოზიციით დაწინაურდა
2020-06-11 16:42:20

2020 წელს „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 163 ქვეყანას შორის 95-ე ადგილი დაიკავა. ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ შრი-ლანკასთან ერთად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც 2008 წლის შემდეგ 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა.

 

ანგარიშის თანახმად, „გლობალური მშვიდობის ინდექსის“ რეიტინგში სომხეთი 99-ე, აზერბაიჯანი - 120-ე, თურქეთი 150-ე, რუსეთი კი 154-ე ადგილზეა. მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები კი ისლანდია, ახალი ზელანდია და პორტუგალიაა.

გლობალური მშვიდობის ინდექსი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით მსოფლიოში მშვიდობიანობის დონეს ზომავს. ინდექსის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა კრიმინალის აღქმა, მკვლელობები, დაპატიმრებული მოსახლეობა, იარაღის ხელმისაწვდომობა, ორგანიზებული კონფლიქტი (შიდა), ძალადობრივი დენოსტრაციები, პოლიტიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური ტერორი, იარაღის იმპორტი, ტერორისტების აქტივობა, სიკვდილიანობა კონფლიქტისას (შიდა), სამხედრო დანახარჯები, შეიარაღებული სერვისის პერსონალი, გაეროს მშვიდობისმყოფლების დაფინანსება, ბირთვული და მძიმე შეიარაღება, იარაღის ექსპორტი, ადგილნაცვალი პირები, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან,  საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

 

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად