საინტერესო
დენიელ რედკლიფი ჯოან როულინგს გამოეხმაურა: ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან
2020-06-09 14:19:58

ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, დენიელ რედკლიფმა, ჯოან როულინგს 6 ივნისს დაწერილ პოსტს უპასუხა.

"ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან", - წერს მსახიობი ესეში, რომელიც მან LGBTQ თემის წევრების მხარდასაჭერ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.

რედკლიფი წერის დროს მიუთითებს, რომ ტრანსგენდერებსა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ახალგაზრდობის 78%-ს დისკრიმინაცია გამოუცდიათ.

"აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი რანსგენდერ და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს. არ გავაქროთ მათი პიროვნული მახასიათებლები და არ მივაყენოთ კიდევ უფრო მეტი ზიანი", - წერს მსახიობი.

რედკლიფმა წერილში ჰარი პოტერის ფანებს "მიყენებული ტკივილისთვის" ბოდიში მოუხადა.

"თუ ამ წიგნებმა გასაწავლეს, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერია და ყველაფრიდან ამოსვლა შეუძლია; თუ ამ წიგნებმა გასწავლეს, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია; თუ გჯერა, რომ რომელიმე პერსონაჟი ტრანსგენდერია, არაბინარული გენდერული იდენტობა აქვს, გეია ან ბისექსუალია; თუ ოდესმე გიპოვიათ რამე ამ ისტორიაში, რაც დაგხმარებიათ ცხოვრებაში - ეს თქვენ და ამ წიგნებს შორის არის და წმინდაა. ჩემი აზრით, მას ვერავინ შეეხება", - წერს მსახიობი.

რედკლიფმა ასეე აღნიშნა, რომ ის ჯოან როულინგთან არ ჩხუბობს, უბრალოდ ხმამაღლა ლაპარაკი საჭიროდ ჩათვალა.

6 ივნისს, ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი, სტატიას გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა"

როულინგმა ტვიტერზე სტატია კი ამ კომენტარით გამოაქვეყნა: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად 
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება

დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად