გენდერული სიახლეები
კვლევა: კარანტინის დროს ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის თავისთავზე აღება დედებს უწევდათ
2020-06-01 15:21:51

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კარანტინის დროს ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების დიდი ნაწილის თავისთავზე აღება დედებს უწევდათ. სახლში შრომა და ბავშვზე ზრუნვა ძირითადად ქალებს უწევდათ იმ ოჯახებშიც, რომელშიც დედაც და მამაც მუშაობს. 

კვლევის ფარგლებში ფისკალური კვლევების ინსტიტუტმა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა (The Institute for Fiscal Studies (IFS) and University College London (UCL) 3 500 ოჯახი გამოჰკითხა.

აღმოჩნდა, რომ დედებს, საშუალოდ, ხელის შეშლის გარეშე მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. მამების შემთხვევაში ხელის შეშლის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა – 3 საათია.

„კვლევამ აჩვენა, საშუალოდ, თანაბარი სამსახურის პირობებშიც კი ქალები სახლში მეტად იტვირთებიან“, – ამბობს ლუსი კრაფტმენი, ფისკალური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი.

„ქალები და კაცები თანაბრად ერთადერთ შემთხვევაში ინაწილებდნენ შრომას. ეს ხდება მაშინ, როცა კარანტინამდე ორივე მუშაობდა, ხოლო კარანტინის დროს კაცები უმუშევრად და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, ქალებმა კი გააგრძელეს მუშაობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სამუშაოს თანაბარი გადანაწილება არ გამოდის, რადგან სახლში თანაბარი დატვირთვის დროს, ქალები კიდევ მინიმუმ 5 საათის განმავლობაში ანაზღაურებად სამუშაოს უთმობდნენ დროს“, – დასძენს კრაფტმენი.

პაოლა შერიდანი, რომლის კომპანიაც ქალთა საკითხებზე მუშაობს, ჰყვება, რომ მისი კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩივის არათანაბარ შრომაზე. ქალებს უწევთ საჭმლის კეთება, შვილებისთვის სასწავლო მასალების ჩამოტვირთვა თუ სხვა უამრავი რამ.

„მე ვარ ოჯახში მთავარი შემომტანი, თუმცა ისევ მიწევს მუშაობის შეწყვეტა, რომ საუზმე ან სადილი გავაკეთო, რადგან ჩემი ქმარი ამაზე არც კი ფიქრობს“, – იხსენებს შერიდანი ერთ-ერთი კლიენტის სიტყვებს.

სხვა კლიენტმა კი დაიჩივლა, რომ მისი ქმრის სამსახურმა მუშაობა შეაჩერა, თუმცა მუშაობის, მათ შორის, სამსახურებრივი სატელეფონო საუბრების შეწყვეტაც კი უწევდა ბავშვებზე საზრუნავად, მაშინ, როცა მისი ქმარი ტელევიზორს უყურებდა.

შერიდანის თქმით, ბავშვზე ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება ჯერ კიდევ დეკრეტული შვებულებიდან იწყება.

„მხოლოდ ახალშექმნილი ოჯახების 2%-ში ინაწილებდნენ მშობლები თანაბრად შრომას“, – ამბობს შერიდანი.

თუმცა, შერიდანის თქმით, მარტივად – „კაცები ქალების წინააღმდეგ“ საკითხი არ დგას. მშობლის როლში ყოფნა ბევრ შრომას მოითხოვს – უნდა გააკონტროლო შესაძენი პროდუქტები, მოამზადო საჭმელი, იფიქრო ბავშვებზე, გაუკეთო ორგანიზება მათ სწავლას და ამის შემდეგ, ატარო დაბადების დღეებზე, დაეხმარო საჭირო ნივთების შეძენაში და სხვ.

„ქმრებს, როგორც წესი, ამ ყველაფერზე წარმოდგენა საერთო არ აქვთ. მათ არასდროს ჰქონიათ საოჯახო საქმეებთან შეხება. ამიტომ ქალებს მოუწიათ კარანტინში ყოფნის დროსაც საოჯახო საქმეების დაგეგმვა და კეთება“, – ამბობს შერიდანი.

სონია კრუტიკოვა ფისკალური კვლევების ინსტიტუტიდან კარანტინის გამოცდილებაში პოზიტიურ ნიშნებს მაინც ხედავს. მისი თქმით, ქალებსა და კაცებს შორის კვლავინდებურად შრომის არათანაბარი გადანაწილების მიუხედავად, ბოლო პერიოდში კაცების მხრიდან სახლის საქმეებში ჩართულობა მაინც გაიზარდა.

„ახლა მამები, საშუალოდ, ორჯერ მეტ დროს უთმობენ ბავშვზე ზრუნვას, ვიდრე კორონავირუსის კრიზისამდე უთმობდნენ. ამან კი შესაძლოა, დადებითად შეცვალოს საოჯახო საქმეებში მამების როლი“, – ჰყვება კრუტიკოვა.

ბოლო ამბები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად 
სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად