გენდერული ძალადობა
"ღირსების მკვლელობა" ირანში: მამამ 14 წლის ქალიშვილს თავი მოჰკვეთა
2020-05-28 10:20:33

ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი გილანის პროვინციაში მოხდა. 14 წლის რომინა აშრაფი 35 წლის შეყვარებულთან ერთად მას შემდეგ გაიქცა, რაც გოგონას მამამ მათ დაქორწინებაზე უარი განაცხადა. წყვილი პოლიციამ დააკავა და გოგონა სახლში დააბრუნეს. მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუმცა, მათ გადაწყვეტილება არ შეცვალეს.

ირანული მედიის ცნობით, „მამამ შვილი საძინებელში მოკლა. მან გოგონას ნამგლის გამოყენებით თავი მოკვეთა“. მომხდარს ირანში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გოგონას მკვლელობა დაგმეს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, მომხდართან დაკავშირებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მომზადება მოსთხოვა.

მკვლელობაში ბრალდებული მამა უკვე დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, ირანში მოქმედი კანონმდებლობით, თუ დანაშაული „ოჯახის ღირსების დაცვის“ მოტივითაა ჩადენილი, მას 10 წლით პატიმრობა ემუქრება.

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად