გენდერული ძალადობა
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ
2020-05-25 16:27:42

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალები გაამჟღავნეს, რაც ომბუდსმენის აზრით, მიუღებელია. ლომჯარიას თქმით, თუ უშუალოდ დანაშაულს არ ეხება საქმე, პირადი ცხოვრებით დაინტერესება არ არის სწორი.

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია პირადი ცხოვრების საკითხებზე და არც ვთვლი, რომ ეს არის ის, რაც სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს ან ვინმე ჩაერიოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დანაშაულს აქვს ადგილი. მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი მცდელობისა, დაზარალებული თუ ბრალდებული მხარის პირად ცხოვრებაში მსგავსი სახის ქექვისა და კონსპირაციების შექმნისა.

ასეთი თეორიები შეიქმნა როგორც დაზარალებულის წინააღმდეგ და შეიქმნა არაერთი. დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ის თითქოს უკანონო ქმედებებს ეწეოდა. ასევე გარკვეული თეორიებია თითქოსდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მოტივით, თუმცა, მე ვფიქრობ ძალიან არასწორი და არაეთიკური ფორმით გაჟღერებული ცალკეული პირების მხრიდან“, – თქვა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და როცა ქალი აცხადებს, რომ შესაძლოა იყოს დაზარალებული, ეს არ უნდა იწვევდეს აგრესიას“, – თქვა ომბუდსმენმა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

 

ბოლო ამბები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეუფარდეს

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა

სრულად 
შემზარავი თავდასხმა თბილისში – კაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

სრულად