მოვლენები
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს
2020-05-25 16:09:20

შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა, ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 23 მაისიდან, საკმაოდ ბევრი შეზღუდვა გაუქმდა, რომელიც მოქალაქეების წუხილს იწვევდა და მათ დისკომფორტს უქმნიდა.

„გაუქმდა კომენდანტის საათი, მოიხსნა სამ-კაციანი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებაზე და ა.შ., ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, გეგმით გათვალისწინებულზე ადრე ამუშავდა და გაიხსნა. ეს ყველაფერი მოხდა, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებისა და ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ვირუსის პირობებში. სწორედ, ამით იყო განპირობებული, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, 23 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდა, მათ შორის: გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, საჯარო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული სიტუაცია ისე, რომ ჩვენ საკარანტინო რეჟიმის მოხსნის საშუალება გვქონდეს, შესაბამისად, ერთბაშად ვერ მოვხსნით ყველა შეზღუდვას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისის არასწორ ინტერპრეტაციას. მისი განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს.

„ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არასდროს არ არის. არასწორად იყო ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი. უბრალოდ, პროცედურულად, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მოქმედებს 15 ივლისამდე და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე ან უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მდგომარეობა გვექნება, ამაზე დღეს შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე. მხოლოდ ტექნიკური მზაობა, ანუ ის, რომ ტრანსპორტი არსებობს და ამუშავებისთვის მზადაა, საერთო მზაობისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, ვმსჯელობთ, რა თანმიმდევრობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობები ავამუშაოთ, იქნება ეს ერთბაშად თუ ეტაპობრივად. პირბადე იქნება სავალდებულო, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობის მიხედვით. გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც და ამ დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოვხსენით, რომელიც მათ შორის სოციალურ დისტანციასთან და მობილობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ასე რომ, მოქალაქეებმაც სწორად უნდა გაგვიგონ, ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის ნდობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გავასაჯაროებთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ბოლო ამბები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს 

კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

სრულად 
სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პარიზის მერი ან იდალგო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს

სრულად 
მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ურჩევს, უფრო აქტიურად გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანებით მოვაჭრეები, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს განსაკუთრებით, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ქართველ და უცხოელ მსხვერპლთა გამოსავლენად

სრულად 
53 ორგანიზაცია მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, არ აირჩიოს სოფიო კილაძე წევრად

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენით და, ამავდროულად, მისი კანდიდატურის დასახელებისას სახელმწიფომ დაარღვია გაეროს რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს

სრულად