გენდერული ძალადობა
საქართველოში მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 13 %-ით გაიზადრა
2020-05-22 11:59:10

საქართველოში  შსს-ში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა 13 % გაიზადრა.

ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი მეუღლეებს შორის და მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. 

თუმცა, როგორც  ხატიაშვილმა აღნიშნა, იანვრის დასაწყისიდან  შეინიშნება ყოფილ მეუღლეებს შორის ძალადობის ფაქტების შემცირება, ხოლო აპრილში ამ მაჩვენებელმა მინიმუმს მიაღწია. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს სტატისტიკით, 2020 წლის მარტში ოჯახში ძალადობის გამო 930-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. 
თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია — თებერვალში მოძალადეებზე 840-მდე ორდერი გააფორმეს.რაც შეეხება იანვარს, სულ 947 შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული.

კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდა, რამაც  ოჯახში ძალადობის შემთხვევების საგანგაშო ზრდა გამოიწვია.

ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა.


 

ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გორის მერიაში ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე ორიენტირებული კომისია იქმნება

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა

სრულად 
ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს

სრულად 
კაცმა ყოფილი ცოლი გაიტაცა, ცემა და მოკვლით ემუქრებოდა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს

სრულად