გენდერული ძალადობა
სალმა ჰაიეკმა პანდემიის დროს ქალების მხარდასაჭერად ახალი კამპანია #StandWithWomen წამოიწყო
2020-05-21 16:53:56

მსახიობმა, სალმა ჰაიეკმა გამოაცხადა კამპანიის #StandWithWomen დაწყების შესახებ, რომელიც მიმართულია პანდემიის დროს ქალების მხარდასაჭერად და რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

გაეროს ქალთა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ინფორმაციით, COVID-19 პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მთელ მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. ამას ასევე ადასტურებს Google Trends– ის მონაცემები, რომელიც მთელს მსოფლიოში პრობლემასთან დაკავშირებულ კითხვების დასმის 143% -ან (2020 წლის 2 მაისის მდგომარეობით) ზრდას ასახავს.

”დღეს, როგორც არასდროს დადგა მომენტი დავიცვათ გოგონების და ქალების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და უფლებები მთელს მსოფლიოში. ჩვენ გამოვთქვამთ ქალთა მიმართ სოლიდარობას მთელს მსოფლიოში, რათა ბოლო მოეღოს გენდერულ ძალადობას. ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს სოლიდარობას, რადგან საფრთხის წინაშეა ის პროგრესი, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით დიდი ბრძოლის შედეგათ მოვიპოვეთ, ”- განაცხადა ჰაიეკმა თავის მიმართვაში.

სალმა ჰაიეკი Gucci- ის კამპანია Chime For Change- ის თანადამფუძნებელია, ხოლო ახალი ერთობლივი პროექტის #StandWithWomen- ის ფარგლებში იგეგმება ფინანსების მოძიება სპეციალიზირებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები.

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ პლატფორმა Chayn Italia, ორგანიზაცია Equality Now, რომელიც მოქმედებს შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში მოქმედი ფონდი Rosa Fund და მსოფლიოს სხვა ორგანოზაციები.

კამპანია #StandWithWomen- ის დაწყებას წინ უძღოდა შემოწირულობა, რომელიც კომპანია Kering- ი და Kering Foundation- მა განახორციელეს ჩინეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში, ასევე Gucci- ს ორ მილიონი შემოწირულობა, რომელიც განხორციელდა ინიციატივის "ეს ჩვენი საერთო საქმეა"-ს ფარგლებში.

View this post on Instagram

We #standwithwomen by listening to their voices. We stand with women by responding to their unique and various needs. We stand in solidarity with ALL women during this critical time when gender-based violence is increasing and access to health services is limited. If you want to join @ChimeforChange and the #Keringfoundation in supporting this movement or learn more about it, go to the link in my bio. Apoyamos a las mujeres cuando escuchamos sus voces. Apoyamos a las mujeres cuando respondemos a sus variados y especificas necesidades. Nos unimos a las mujeres durante estos momentos críticos cuando la violencia de género está aumentando y el acceso a los servicios de salud es limitado. Si quieres ser parte del movimiento con #StandWithWomen únete a nosotros en el enlace de mi biografía. #guccicommunity #keringforwomen #gucciequilibrium

A post shared by Salma Hayek Pinault (@salmahayek) on

ბოლო ამბები
ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დააანონსა

წიგნი, სახელად The Ickabog, დაბეჭდილი სახით 2020 წლის ნოემბერში გამოიცემა, მანამდე კი მისი ცალკეული თავები 26 მაისიდან 10 ივლისამდე კვირის ყოველ სამუშაო დღეს უფასოდ განთავსდება წიგნისთვის შექმნილ ვებგვერდზე

სრულად 
2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება

2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ნინო ცაციაშვილი: იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით 3400-ზე მეტი ორდერი იქნა გამოცემული 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პანდემიის პირობებში გაზრდილ, ოჯახში ჩადენილ დანაშაულის ფაქტებზე

სრულად 
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
საქართველოში მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 13 %-ით გაიზადრა

2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი მეუღლეებს შორის და მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა

სრულად