საინტერესო
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი კომპენსაციას მიიღებს
2020-05-20 12:33:44

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დადგენილების თანახმად, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა. ასევე ფიქსირდებოდეს, რომ მას 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

დადგენილების თანახმად, დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და მისი მოქმედება 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
გამოცემა Time 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს

„თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ბევრია ექიმი

სრულად 
საქართველოში წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი

სრულად