გენდერული ძალადობა
პაკისტანში ორი გოგო ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო მოკლეს
2020-05-19 16:38:22

პაკისტანში ორი თინეიჯერი გოგო მას შემდეგ მოკლეს, რაც ინტერნეტში ბიჭთან ერთად გადაღებული ვიდეო გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგოები ოჯახის წევრებმა ჩაცხრილეს.

პოლიციის განცხადებით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც სამი გოგო ბიჭთან ერთად ჩანს. ვიდეო იზოლირებულ სივრცეშია გადაღებული.

საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი. როგორც გამოცემას უთხრეს, დაკავებულებიდან ერთი გოგოს მამა და მეორე მოკლულის ძმა არიან.

ასევე დააპატიმრეს ადამიანი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ხოლო მკვლელობაში  ეჭვმიტანილი გოგოების ერთ-ერთი ნათესავი, ჯერ კიდევ თავისუფალია.

პოლიციაში განმარტავენ, რომ 16 და 18 წლის გოგოების მკვლელობა 14 მაისს ჩრდილოეთ ვაზირისტანის ერთ-ერთი სასაზღვრო სოფელში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ვიდეო ერთი წლის წინაა გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ერთი კვირის წინ გავრცელდა.

"სანამ რაიმე ღონისძიებებს მივიღებთ, ამ ეტაპისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მესამე გოგოსთვის და ბიჭისთვის უსაფრთხოების დაცვა", — განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ ქალებსა და გოგოებზე ძალადობა პაკისტანში სერიოზული პრობლემაა. აქტივისტების თქმით, ე.წ. ღირსების აღდგენის მოტივით ყოველწლიურად ათასი მკვლელობა ხდება.
 

ბოლო ამბები
ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დააანონსა

წიგნი, სახელად The Ickabog, დაბეჭდილი სახით 2020 წლის ნოემბერში გამოიცემა, მანამდე კი მისი ცალკეული თავები 26 მაისიდან 10 ივლისამდე კვირის ყოველ სამუშაო დღეს უფასოდ განთავსდება წიგნისთვის შექმნილ ვებგვერდზე

სრულად 
2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება

2 დღეში  საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ნინო ცაციაშვილი: იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით 3400-ზე მეტი ორდერი იქნა გამოცემული 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პანდემიის პირობებში გაზრდილ, ოჯახში ჩადენილ დანაშაულის ფაქტებზე

სრულად 
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
საქართველოში მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 13 %-ით გაიზადრა

2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი მეუღლეებს შორის და მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა

სრულად