გენდერული ძალადობა
არგენტინაში, საკარანტინო პერიოდში, ქალთა მკვლელობების 50 ფაქტი გამოვლინდა
2020-05-19 16:17:51

არგენტინაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ საკარანტინო პერიოდში, რომელიც უკვე ორი თვეა გრძელდება ქვეყანაში, 10 წლის განმავლობაში ქალთა და გოგონათა მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  ამ პერიოდის მანძილზე 45 ქალი და 4 გოგონა იყო მოკლული, ხოლო 61 ბავშვი უდედოდ დარჩა. 

ადგილობრივი ორგანიზაცია La Casa del Encuentro- ის განცხადებით მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პარტნიორის მიერ მოკლულია 3 ქალი. 

გაერო-ს მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში გენდერის ნიშნით ყოველდღიურად 12 ქალს  კლავენ, ხოლო რეგიონის 25-დან 14 ქვეყანაში ფემიციდის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით  ყველაზე მაღალია.
ოფიციალური მონაცემებით არგენტინაში ყოველ 30 საათში ერთ ქალს კლავენ.  გასულ წელს ქვეყანაში 275 ქალი მოკლეს, ხოლო 317 ბავშვი უდედოდ დარჩა.

ახლახანს 130-ზე მეტმა უფლებადამცველმა ჯგუფმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობებს, ქალების და გოგონების დასაცავად ზომების გაფართოვებისკენ და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

როგორც წერილში ნათქვამია:  „ქალთა მიმართ ძალადობა გახდა "უხილავი რეალობა" და ის სასწრაფო ჩარევას მოითხოვს“.
 

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად