გენდერული ძალადობა
მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
2020-05-15 14:43:05

მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

არხის ინფორმაცით მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეს ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა სავარაუდოდ იძულებით დატოვა. მიზეზი კი ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.

ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივებმა ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან.

ტაძრის ახალი წინამძღვარი კამერასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა მომხდარს ადასტურებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია, ამას ოჯახის წევრებიც  ადასტურებენ. კახაბერ ციყელაშვილი საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. არ უნახავს მეუღლე და საკუთარი ცხრა შვილი. ოჯახში უსიამოვნება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სკანდალური ამბის შესახებ შეიტყვეს.

სასულიერო პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული რთული დასაჯერებელია მეზობლებითვის.

 

ბოლო ამბები
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
საქართველოში მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 13 %-ით გაიზადრა

2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი მეუღლეებს შორის და მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა

სრულად 
სალმა ჰაიეკმა პანდემიის დროს ქალების მხარდასაჭერად ახალი კამპანია #StandWithWomen წამოიწყო

მსახიობმა, სალმა ჰაიეკმა გამოაცხადა კამპანიის #StandWithWomen დაწყების შესახებ, რომელიც მიმართულია პანდემიის დროს ქალების მხარდასაჭერად და რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სრულად