გენდერული ძალადობა
World Vision: პანდემიის გამო, 4 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ადრეული ქორწინების რისკის წინაშე დგას
2020-05-15 11:52:21

გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision-ის ინფორმაციით, პანდემიის გამო 4 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ადრეული ქორწინების რისკის წინაშე დგას. მათი ინფორმაციით, ოჯახების გაღარიბებამ, შესაძლოა, ისინი იძულებული გახადოს გოგონები ნაადრევად დააქორწინონ. რისკს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ დახურულია სკოლები და ის, ორგანიზაციები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.

„როცა მსგავსი სახის კრიზისებია, მათ შორის კონფლიქტები, კატასტროფები და პანდემიები, ბავშვთა ქორწინება იზრდება. თუ ამაზე ფიქრს ახლა არ დავიწყებთ, მერე გვიან იქნება. ვერ დაველოდებით როდის ჩაივლის ეს პანდემია“, - განაცხადა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა, ერიკა ჰოლმა Thomson Reuters Foundation-თან საუბრისას.

მსოფლიოში, ყოველწლიურად 18 წლამდე ასაკის 12 მილიონი გოგონა ნაადრევად ქორწინდება, ანუ ყოველ სამ წამში ერთხელ.

2020 წლის აპრილის აშშ-ს ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო მომდევნო ათწლეულში შესაძლოა კიდევ 13 მილიონი გოგონა ადრეულ/ბავშვობის ასაკში დაქორწინდეს. 

ბოლო ამბები
როგორც ანდაზა ამბობს...

სასოწარკვეთილებისას, ერთხელ თვითონაც გაიხსენა „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გააკავებსო“ და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და ყველა წესის დაცვით ჩამოწერა ტელეფონში  112-ის აპლიკაცია

სრულად 
17 წლამდე ასაკის ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

"საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200 ლარის ოდენობით მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას ერთჯერადად. ეს დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ

სრულად 
 ღონისძიებები
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი მედია კონკურსს აცხადებს
სრულად 
 დისკუსია: საპარლამენტო არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
როგორც ანდაზა ამბობს...

სასოწარკვეთილებისას, ერთხელ თვითონაც გაიხსენა „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გააკავებსო“ და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და ყველა წესის დაცვით ჩამოწერა ტელეფონში  112-ის აპლიკაცია

სრულად 
თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

2011 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა სტამბოლოს კონვენციას და ამით  შეთანხმების შესრულების ვალდებულება აიღო.  თუმცა გასულ წელს ქვეყანაში 474 ქალი მოკლეს

სრულად 
პერუში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 900-ზე მეტი ქალი და გოგონა გაუჩინარდა

გასულ კვირას, პერუს ქალთა საქმეთა სამინისტრომ კიდევ უფრო შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა: პანდემიის დროს ქვეყანაში 1200 ადგილობრივი ქალი გაუჩინარდა.

სრულად