გენდერული სიახლეები
COVID-19 -ს პანდემიის გამო, მსოფლიოში, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე,  ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა კატასტროფულად გაიზადროს
2020-05-14 14:35:37

ჯანდაცვის სისტემებზე მძიმე დატვირთვის გამო, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. ამ განცხადებას, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის საფუძველზე აკეთებს.

ექსპერტებმა წარმოადგინეს პანდემიის დროს განვითარებული სამი შესაძლო სცენარი. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, 118 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.2 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე კრიზისის დაწყებამდე.

ექსპერტები ამის მიზეზად საჭირო ვაქცინაციის არ ჩატარებას, დროული სამედიცინო დახმარების არარსებობას და შიმშილს ასახელებენ. ჩვეულებრივ, ამ 118 ქვეყანაში საშუალოდ ნახევარ წელიწადში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 2,5 მილიონს შეადგენს. წელს, ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 3,7 მილიონს მიაღწიოს.

პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ექვსი თვის განმავლობაში, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 56,700-ით მეტი იქნება, ვიდრე წინა წლებში.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, თუ მოსახლეობა არ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სერვისებით და საკვებით, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის ზრდა კატასტროფული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 37 ქვეყანაში 117 მილიონზე მეტმა ბავშვმა შეიძლება წითელას ვაქცინა გამოტოვოს, რადგან პანდემიის გამო იმუნიზაციის კამპანიები  შეჩერებულია.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად