საინტერესო
საბედა წიკლაურს დროებითი საცხოვრებელი გადაეცა
2020-05-08 10:46:47

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, დეველოპერულმა კომპანია “რედკომ” სოფელ ქვემო ხორხში მცხოვრებ უსახლკარო ქალს - 78 წლის საბედა წიკლაურს, დროებითი საცხოვრებელი სახლი გადასცა.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საბედა ბებოს მიერ შერჩეულ ადგილას “რედკოს” წარმომადგენლებმა დაუდგეს სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით. მას აგრეთვე სუპერმარკეტი “სმარტისგან” გადაეცა ძირითადი მოხმარების სასურსათო კალათა და ტკბილეული.

“რედკოს” ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ხოლო მანამდე ბენეფიციარი მოინახულეს და საკვები პროდუქტი ბინაზე გადასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა - ზაზა უნდილაშვილმა და დემეტრე ჩხუტიაშვილმა.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ამ სოციალურ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს და განსაკუთრებით, დეველოპერულ კომპანია “რედკოს” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და გამოჩენილი ყურადღებისათვის. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში, კომპანია “რედკო” მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ორი კვირის წინ საკვები პროდუქტებითაც დაეხმარა,“- აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს, „მთის ამბებმა“ მთაში მცხოვრები მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდი შექმნა. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს. 2020 წლის 5 აპრილს, ხორხის ხეობაში, გუდამაყარსა და ხადის ხეობაში მცხოვრებ მარტოკაცებსა და მარტოქალებს, ფონდის მხარდაჭერით, 200 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს. 

საბედა ბებოს შესახებ „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 7 აპრილს მოამზადა და კამპანია #საბედაბებოსთვის დაიწყო. 
საბედა ბებო აღნიშნულ კონტეინერში ცოტა ხანს იცხოვრებს, მალე კი მისთვის, „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულობით ახალ სახლს ააშენებენ. სამშენებლო სამუშაოები შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყება.

 

ბოლო ამბები
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი კომპენსაციას მიიღებს

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა

სრულად 
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ

საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ

სრულად 
ამ ლოცვას სხვა პანდემიებს ვუძღვნი: შიმშილის, ომების, გაჭირვებაში მყოფი ბავშვების პანდემიებს

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა, მსოფლიოში უამრავი სხვა „პანდემია“ არსებობს, რომელსაც არავინ ამჩნევს, თუმცა მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს

სრულად