გენდერული ძალადობა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობა 60%-ით გაიზარდა
2020-05-07 18:04:25

პანდემიის დროს სამსახურების დაკარგვის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდის, სტრესის და შიშის ნაკვალევი, შესაძლოა, ჩვენს შორის წლობით დარჩეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპაში, კარანტინის რეჟიმში ოჯახში ძალადობა საგანგაშოდ გაიზარდა.

„საზარელი მონაცემებია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აცხადებენ, რომ იმ ქალთა მიმართვიანობამ, რომლებიც პარტნიორების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 60%-ით იმატა“ , - აღნიშნა კლიუგემ.

ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებში გაზრდილი ოჯახში ძალადობის გამო, რამდენიმე ქვეყანამ გარკვეული ზომები მიიღო. იტალიაში სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია პოლიციას სატელეფონო ზარის გარეშე დაუკავშირდეს.

ესპანეთში და საფრანგეთში, ქალები აფთიაქებში კოდურ სიტყვებს იყენებენ, რომლითაც ძალადობის იდენტიფიცირება ხდება. ბელგიაში რამდენიმე სასტუმრო ქალთა თავშესაფრად გადაკეთდა. თავშესაფარი გაიხსნა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის ერთ-ერთ ფლიგელშიც.
  

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად