მოვლენები
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზიების ნაწილი გაიხსნება
2020-05-07 14:25:35

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 18 მაისს ასევე სრულად გაიხსნება მარნეული.

პრემიერმინისტრის განცხადებით, 11 მაისიდან ასევე ყველა სახის წარმოება გაიხსნება. გარდა ამისა, მუშაობას განაახლებს მაღაზიების ნაწილი.

გახარიას თქმით, გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ფეხსაცმლით და ტანსაცმლით. აღნიშნული დაშვება არ ეხებათ სავაჭრო ცენტრებს.

ბოლო ამბები
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული

სრულად 
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწვევს ჟურნალისტებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
სრულად 
 შენმოქმედი - სამოქალაქო მოძრაობა ყველა ოჯახისთვის საქართველოში 
სრულად 
 დარჩი სახლში!იგრძენი თავი უსაფრთხოდ!დაიცავი თავი ძალადობისგან!
სრულად 
 საქართველოს ქალთა აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება!
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის

სრულად 
ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში ელჩად ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს

სრულად 
სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სრულად