ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალში აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, 30 აპრილს რუსეთში იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „რესი“ იუწყება, დაინფიცირებული მამაკაცი ბოქსირებულ პალატაშია იზოლირებული.
ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტრის, მარიან კოჩიევის თქმით, უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია და მამაკაცის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.