გენდერული ძალადობა
საქართველოს პროკურატურა ოჯახში ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს
2020-05-06 10:19:49

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაგეგმილი „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ თემაზე სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დისტანციურ შეხვედრაზე.

გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2020 წლის 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე  წარდგენილი კვლევის დიზაინის თანახმად, კვლევა მრავალმხრივი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე განხორციელდება და რესპონდენტები ძალადობის მსხვერპლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებიც იქნებიან.

შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიასა და საორიენტაციო ვადებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კვლევის ინსტრუმენტები.  

როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის. ასევე იქნება შესაძლებელი სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთოს რა გარემოებით არის გამოწვეული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიერ მისივე ოჯახის წევრ მოძალადის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ან  სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი და რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული პრევენციის საშუალებები.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ოჯახური ძალადობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განისაზღვროს - ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვის საჭიროება, ასევე რამდენად არის იგი მიმართული მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ.
 

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად