ტაქსი-სერვისს ამერიკულმა კომპანია Uber-მა წამოიწყო ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით განახორციელებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 50,000-ზე მეტ უფასო გადაყვანას და დამატებით დახმარებას გაუწევს ოჯახში ძალადობის თავშესაფრებს.
კამპანიის ფარგლებში Uber-ი უზრუნველყოფს 16 ქვეყნის 35 ქალაქში არსებულ თავშესაფრების კვების დაფინანსებას.
ეს ინიციატივა არის Uber-ის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია COViD-19-ით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად. საერთო ჯამში, Uber-ი სამედიცინო პერსონალის და მოხუცების 10 მილიონ უფასო გადაყვანას და საკვებით მომარაგებას უზრუნველყოფს.