მომღერალ რიანას საქველმოქმედო ფონდმა Clara Lionel Foundation, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებისა და საგანგებო მდგომარეობაში დახმარებების მიმართულებით მუშაობს და Twitter- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ ფონდს Mayor's Fund for Los Angeles, რომელიც დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, 4,2 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.
მანდატ Safer at home-ის შემოღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უმძიმესი პერიოდი დადგა: ადგილების არქონის გამო, ქალაქი კვირაში დაახლ. 90 ადამიანს ეუბნება უარს თავშესაფარზე. გრანტი უნდა დაეხმაროს ამ ადამიანებს და, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის “უზრუნველყოს 10-კვირიანი მხარდაჭერა, საცხოვრებლის, კვებისა და კონსულტაციების სახით, მაშინ, როცა თავშესაფრები გადავსებულია და ინციდენტების რიცხვი იზრდება”.
რიანას ფონდმა უკვე 5$ მილიონი გაიღო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის შედეგებს ებრძვიან. ტვიტერის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმაც განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ინიციატივა Start Small პანდემიასთან ბრძოლისთვის ერთ მილიარდ დოლარს გაიღებს.